სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე
იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ განაცხადა.