loader

"ერთ ციდა ბავშვს თხლიშა "გლოვოს" კურიერმა... დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ" - განო მელითაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ციდა ბავშვს თხლიშა "გლოვოს" კურიერმა... დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ" - განო მელითაური

"დააყენეთ ბაგების დასაწყისში, 7 ნომერთან მწოლიარე ლიანდაგი, შუქნიშანი, რამე იღონეთ.... ერთ ციდა ბავშვს თხლიშა "გლოვოს" კურიერმა... დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ! ეს საწყალი ბიჭი ცალკე შოკურ მდგომარეობაშია, დააიმტვრა თვითონაც... მერამდენე უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს!", - ამის შესახებ განო მელითაური სოციალურ ქსელში წერს.

მელითაურის თქმითვე, 4 წლის წინ ზუსტად ამ ადგილზე მასაც დაეჯახა მანქანა.

"4 შვილი მყავს და ფაქტობრივად ტროტუარი არაა, მანქანიდან ძლივს გადმოვდივარ, აივნის ქვეშ ცალკე "ევროპროდუქტი" აგვიხსნეს და საერთო პარკინგი მიითვისეს.

წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეშია დედამისი... იმედია, დროულად მოახდენთ რეაგირებას და ამით ბევრის სიცოცხლეს იხსნით!

მგონი, შეტანილი არის ჩვენი კორპუსის სახელზე (არქი ბაგები) საშინელი მონაკვეთია გიჟებივით დაქრიან მანქანები! მეც ზუსტად აქ მთხლიშა მანქანამ 4 წლის წინ! ღმერთო, ყველა ბავშვი დედამიწაზე ამყოფე ჯანმრთელი და უსაფრთხოდ დაუბრუნე ოჯახს...", - წერს განო მელითაური.