loader

"11 დღეა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.. - როგორია ვითარება ქვეყანაში, სადაც "ომიკრონ" შტამი პირველად გამოვლინდა:" რას წერს ბოტსვანაში მცხოვრები ქართველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"11 დღეა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.. - როგორია ვითარება ქვეყანაში, სადაც "ომიკრონ" შტამი პირველად გამოვლინდა:" რას წერს ბოტსვანაში მცხოვრები ქართველი

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, "ომიკ­რონ" შტა­მი, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია "შე­მაშ­ფო­თე­ბელს" უწო­დებს, თავ­და­პირ­ვე­ლად ბოტსვა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და. ბოტსვა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი, ნა­თია გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს.

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გმად­ლობთ ყვე­ლას მო­კი­თხვის­თვის. რად­გან ჩემი ინ­ბოქ­სი ორი დღეა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, გა­დავ­წყვი­ტე აქა­ურ კო­ვიდ სი­ტუ­ა­ცი­ას ერთი პა­ტა­რა პოს­ტი მი­ვუ­ძღვნა და და­გამ­შვი­დოთ. ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი ღე­ლავს, ისე­ვე რო­გორც ჩვენ თქვენ­ზე. რო­გორც ბოტსვა­ნის ჯან. მი­ნის­ტრის დი­ლის ბრი­ფინ­გე­ბით ვი­გებთ, ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა.

გუ­შინ, სამხ. აფ­რი­კის რესპ. სა­ზღვრი­დან ოთხი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უკან და­აბ­რუ­ნეს და მთე­ლი მათი კონ­ტაქ­ტე­ბი (ერთი თვითმფრი­ნა­ვი ხალ­ხი ) იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პიკი ივ­ლი­სი-აგის­ტო­ში იყო. მას მერე სულ ქვე­ვით მო­დის.

ბოლო 11 დღეა ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. დღი­უ­რად მხო­ლოდ მაქს. 70, 80 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი (ბოტსვა­ნის მო­სახ. და­ახლ. 2.700.000). უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ატა­რებს პირ­ბა­დეს ქუ­ჩა­შიც, მან­ქა­ნა­შიც. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აც­რი­ლია; სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი 100%, მო­სახ­ლე­ო­ბის 40% მდე და დე­და­ქა­ლა­ქის 90% ზე მეტი. რა თქმა უნდა ჩვენც მათ შო­რის. აქ ზა­ფხუ­ლი ახლა მო­ვი­და და ყვე­ლა თავ­ყრი­ლო­ბა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა ისე­დაც ღია სივ­რცე­ში იმარ­თე­ბა (ხალ­ხი მა­ინც პირ­ბა­დე­ე­ბით. არც ცხვი­რი გა­რეთ ). იმე­დი გვაქვს მო­მა­ვალ­ში დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოხ­დე­ბა გმად­ლობთ, კი­დევ ერთხელ", - წერს ნა­თია გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.