loader

"მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს" - ნიკოლოზ ყიფშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს" - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, მაგრამ არა ისე, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.