loader

"უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი... ისინი, ვისაც "ბუსტერ" დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტისგან დაცულები იქნებიან" - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი... ისინი, ვისაც "ბუსტერ" დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტისგან დაცულები იქნებიან" - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები ან ისინი, ვისაც "ბუსტერ" დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტისგან დაცულები იქნებიან.

"უახლოეს დღეებში გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია "ომიკრონის" შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი და არის პირველადი მინიშნებები, რომ ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ან გამაძლიერებელი დოზა აქვთ მიღებული, ამ ვარიანტისგან დაცულები იქნებიან", - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად ვაქცინაციას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი.