loader

"გაჩუმება რომ არ შეიძლება, ისეთი მდგომარეობაა ამ მხრივ... აუტანელია, რაც ჩემს თავს ხდება, დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს" - ნანა გეგეჭკორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაჩუმება რომ არ შეიძლება, ისეთი მდგომარეობაა ამ მხრივ... აუტანელია, რაც ჩემს თავს ხდება, დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს" - ნანა გეგეჭკორი

"ც რეაქტიული ცილა არ არის არც ერთი ბაქტერიული ინფექციის სპეციფიკური მარკერი", - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მომატებული "ც" რეაქტიული ცილა ბაქტერიული ინფექციის სხვა ნიშნების გარეშე კატეგორიულად არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება.

"კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის ანტიბიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება. კოვიდი ვირუსული დაავადებაა და ყველა ექიმმა უნდა იცოდეს ინფექციური დაავადებების ანაბანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ. კოვიდ-19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება და ის ყოველთვის არ ნიშნავს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციას.

ც რეაქტიული ცილა გეუბნებათ, სადღაც არის ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის ეტიმოლოგიაზე ის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. მომატებულმა ც რეაქტიულმა ცილამ უნდა დაგაფიქროთ ციტოკინური რეაქციის ალბათობაზე. ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვისაც კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით დადასტურებული, თანდართული ბაქტერიული ინფექცია აქვთ.

მართლა უხერხულია ამაზე საუბარი, ვიცი, მაგრამ ისიც აუტანელია, რაც ჩემს თავს ხდება. დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს. ძალიან უხერხულია მართლა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, ანტიბიოტიკი მომატებული ც რეაქტიული ცილის გამო დაენიშნათ. შეგიმჩნევიათ, ალბათ, რომ არ გამოვირჩევი საჯაროდ ვინმეს მიმართ საყვედურის ტონით, მაგრამ გაჩუმება რომ არ შეიძლება, ისეთი მდგომარეობაა ამ მხრივ", - წერს ნანა გეგეჭკორი.