loader

"ერთი წუთით, ასეთ არაეთიკურ განცხადებებს რომ აკეთებთ..." - დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი წუთით, ასეთ არაეთიკურ განცხადებებს რომ აკეთებთ..." - დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ამ წუთებში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე მისცემს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.