loader

საქართველოს დიადი ლოჟა, იგივე “მასონთა ორდენი“, ახალ წევრებს იღებს - რა ხდება ცნობილი ორგანიზაციის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს დიადი ლოჟა, იგივე “მასონთა ორდენი“, ახალ წევრებს იღებს - რა ხდება ცნობილი ორგანიზაციის შესახებ?

თავისუფლების ხიდი საქართველოსა და პროგრესულ სამყაროს შორის. მაღალი ეთიკური და მორალური ფასეულობები, თავისუფლებისა და სამართლიანობის შეგრძნება. მიწისქვეშა შეკრებების, პენტაგრამის, დაშიფრული წერილებისა და სიმბოლოებისადმი რწმენა. საქართველოში ქვისმთლელთა ორდენი, ანუ მასონური ლოჟა, ახალ წევრებს იღებს. თანამედროვე მასონები სოციალურ ქსელში პირად გვერდს ქმნიან, სადაც წევრთა მიღების კრიტერიუმებს ასახელებენ. როგორც აღმოჩნდა, მოკლე სამოტივაციო წერილით, სტანდარტული ელექტრონული ფოტოსურათით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობითა და ნასამართლეობის ცნობით საქართველოში ქვისმთლელთა ორდენში გაწევრიანება შეიძლება. მთავარი მოთხოვნა კი სურვილია. თუ რეალურად გსურთ თავისუფლების, თანასწორობის ძმური ჰარმონიისა და სამართლიანობის პრინციპების გაზიარება, მაშინ ორგანიზაციის კარი თქვენთვის ღიაა. საქართველოში მასონთა ლოჟა 2015 წლის მარტში დაარსდა. 2021 წლის მდგომარეობით, ორდენში 7 ლოჟა ფუნქციონირებს. ოფისები განთავსებულია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ლოჟა ერთადერთი კანონიერი მასონური გაერთიანებაა საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაცია უარყოფს ყოველგვარ კავშირს რუსეთის ფედერაციიდან და შოტლანდიური წესდებით ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია რომ რეალურია და საქართველოში მოქმედებს, ეს ვიცით, თუმცა საინტერესოა ახალი წევრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი. როგორც აღმოჩნდა, მასონური ლოჟის კარები ქალებისთვისაც ღიაა, თუმცა ისინი ცალკეულ ორგანიზაციაში ერთიანდებიან.

ავტორი: ნინი ქობალია