loader

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 5.49 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 5.49 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.49 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 257.5 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 37.8 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 59.5 მილიონი შემთხვევა, აშშ-ში დაფიქსირდა. მას ინდოეთი მოჰყვება, სადაც საერთო ჯამში, 35.2 მილიონი ადამიანი დაიფიცირდა.