loader

"110 ევრო უნდა ჩარიცხოთ წინასწარ" - ახალი თაღლითური სქემა საქართველოში, რა უნდა იცოდეთ, რომ არ მოტყუვდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"110 ევრო უნდა ჩარიცხოთ წინასწარ" - ახალი თაღლითური სქემა საქართველოში, რა უნდა იცოდეთ, რომ არ მოტყუვდეთ

ონლაინსესხი საუკეთესო პირობებით, 3-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი, კლიენტზე მორგებული საშეღავათო პირობები, თანხის დაფარვის 25-წლიანი ვადა, ანუ კიდევ ერთი თაღლითური სქემა. კომპანია, რომელიც ონლაინსივრცეში პოზიციონირებს, მიმზიდველი შეთავაზების გარდა, სხვა ინფორმაციას არ გვთავაზობს. სანაცვლოდ მომხმარებლისგან კი პირად ინფორმაციას ითხოვს. სოციალურ ქსელში გავრცელებული დაზარალებულების კომენტარის შემდეგ "პალიტრავიდეოს" ჯგუფმა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ ვინ იმალებოდა გვერდის უკან. კომპანია სესხს გიმტკიცებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სხვა ბანკში გაქვთ ვალდებულება. თანხის ოდენობას მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არა აქვს.

ავტორი: ნინი ქობალია