"ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, ვეთანხმები ჩემს ძმას, კონსტანტინეს" - გიორგი გამსახურდია წეროვანში მომხდარ ფაქტზე
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია "ტვიტერის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის ძმას ცოტნე გამსახურდიასა და რძალს ყოველდღიურად მძიმე სიტუაციის ატანა უწევთ.
საუბარია იმ ფაქტზე, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა რამდენჯერმე აქციის გამართვა სცადეს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია სამკურნალო-აღდგენით კურსს გადის.
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს" - წერს გიორგი გამსახურდია.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა აქციის გამართვა სცადეს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია სამკურნალო-აღდგენით კურსს რამდენიმე თვეა გადის.
"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა. "აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყვიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15 - დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა. სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს. ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერ - მინისტრ ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, 2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან 2 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნე როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გადიოდა მკურნალობას. რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, წეროვანი სარეაბილიტაციო ცენტრში გადის.