loader

“სომატური დარღვევები გამოწვეულია შიმშილით, დაემატა ღრმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, გაუმჯობესება არ არის“ - უახლესი დასკვნა სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სომატური დარღვევები გამოწვეულია შიმშილით, დაემატა ღრმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, გაუმჯობესება არ არის“ - უახლესი დასკვნა სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ



ის სომატური დარღვევები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი. პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმის ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგმა გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, თუმცა კონსილიუმის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო და ნაკლებად რეალურია, რომ მკურნალობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით მოხდეს.

მისივე თქმით, არაფერი არ არის გამორიცხული და თუ სააკაშვილი კიდევ დაიწყებს შიმშილობას, „ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას“.