loader

უახლესი ცნობები უკრაინიდან - რა ხდება ქვეყანაში, სადაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საზოგადოება გაერთიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ცნობები უკრაინიდან - რა ხდება ქვეყანაში, სადაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საზოგადოება გაერთიანდა


100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან, მოლაპარაკებების კიდევ ერთი ტური და შეშფოთებული მსოფლიო, რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან. მშვიდობიანი მოქალაქეები, დედები და ქალები მოხალისეთა რიგებში ეწერებიან. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ისინი სამხედროებთან ერთად კიევის ერთ-ერთ პარკში ვარჯიშობენ.

სამხედრო ექსპერტების აზრი ორ ნაწილად იყოფა. ზოგი ამბობს, რომ რუსეთი არ არის მზად ომისთვის, თუმცა, მეორე ნაწილის თქმით, ჯერ კიდევ ნოემბერში იელნიაში განლაგებული ჯარები ახლა ომის პროლოგს ჰგავს.

რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან იელნიაში, რომელიც უკრაინიდან 260 კმ-ში მდებარეობს, რასაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ქობალია