loader

“სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა, ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა“ - გიორგი ფხაკაძე “ომიკრონის შვილის“ შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა, ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა“ - გიორგი ფხაკაძე “ომიკრონის შვილის“ შესახებ წერს

“2021 წლის 8 დეკემბერს დავდე პოსტი ახალი "ომიკრონის" მუტაციის, BA.2 შესახებ.

სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა და ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით ამ კონკრეტული ვარიანტის შესახებ. რაც ცნობილია - ეს “ომიკრონის” შვილი დიდად არ განსხვავდება (სიმძიმე, ჰოსპიტალიზაცია) ორიგინალი "ომიკრონისგან", მაგრამ ფაქტია, რომ პსრ ტესტები კარგად ვერ ასხვებს მას.

სავარაუდოდ, ეს ახალი მუტაცია ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება, როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში. ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი. დანია ამჟამად არის BA.2 “ლიდერი” ქვეყანა და სამწუხაროდ, ქვეყნის “ბიზნეს” გადაწყვეტილება გადააჭარბა “საზოგადოებრივი” ჯანდაცვის პოზიციას, როგორც საქართველოში არის. ვინ თქვა, საქართველო ევროპა არ არის.

სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას, გრძელ კოვიდს და ჰოსპიტალიზაციას… ასევე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები 0-2 არიან ყველაზე დაუცველები… ჯანმრთელობას გისურვებთ …“ - წერს გიორგი ფხაკაძე.