loader

"ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი... ნიკაპი აქვს დაზიანებული და თავი სტკივა" - რას ამბობს ადვოკატი, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი... ნიკაპი აქვს დაზიანებული და თავი სტკივა" - რას ამბობს ადვოკატი, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა

"ის არ ამბობს, რომ საავადმყოფოში მანქანით დატოვეს. აცხადებს, რომ ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი, უთხრეს, რომ გარკვეული მიმართულებით წასულიყო და საავადმყოფოშიც ასე 2 დღეში აღმოჩნდა. საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული, თუმცა არ ახსოვს, როგორ მიიღო დაზიანებები" - ამის შესახებ ადვოკატმა ინგა სიხარულიძემ, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა, "ტვ პირველს" განუცხადა.

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი გუშინ იპოვეს. ის 22 იანვარს, საღამოს დაიკარგა.

სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.