"ასეთი სამარცხვინო რამე სადმე ხდება?" - რა ხდება ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ხალხი კოვიდტესტირებას იტარებს
Facebook-ის ჯგუფში "ვარკეთილი" ქვეყნდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ხალხი კოვიდტესტს იტარებს, რიგში ჩადგომა ფურცელზე დაწერით ხდება.
"ასეთი სამარცხვინო რამე სადმე ხდება? მე არ გამიგია... ასე შეიძლება? ესაა სანდრას კლინიკა... ნორმალურები ხართ? რომელ საუკუნეში ხართ... ათასი ავადმყოფი ხალხი, ასე ერთი კალმით რო დავწერთ, რომც არ მქონდეს, არ გადამედება?" - წერს ვიდეოს ავტორი.