loader

“ალბათ ნახეთ...“ - ირაკლი კაკაბაძე მისი უხმო ლექსის შინაარსს განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ალბათ ნახეთ...“ - ირაკლი კაკაბაძე მისი უხმო ლექსის შინაარსს განმარტავს

“ჩემი ლექსი, რომელიც ვაქცინაციას ეძღვნება.

მე თვითონ ვაქცინირებული ვარ და გადატანილიც მაქვს. ექიმების დიდი მოყვარული გახლავართ - მთელი ცხოვრებაა, რაც ჩემი სიცოცხლე მათ ხელშია. მეცნიერების ოჯახში ვარ გაზრდილი და მეც ძალიან მიყვარს მეცნიერება. მიყვარს ხელოვნება - მაქვს ხელო ვნება.

ინტუიტური საწყისი გონებრივზე ნაკლებად არ მიმაჩნია. მეცნიერების დოგმად ქცევა - და ლოგო-ცენტრიზმის გაღმერთება, იგივენაირი უბედურებაა, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია იყო. მეცნიერების სახელით ადამიანების კონტროლის ქვეშ მოქცევა და დამუნათება - ეს მატერიალისტური აზრის დიქტატურაა. როგორც ბერგსონი და დიმიტრი უზნაძე ამბობდნენ - სრულფასოვანი ადამიანი მთლიანი ადამიანია - რომელსაც გრძნობაც გააჩნია და გონებაც.

მარტო მეცნიერების გაღმერთებამ მოგვიტანა მეოცე საუკუნეში ორი ყველაზე უფრო დიდი უბედურება - ფაშიზმი (ევგენიკამ) და ბოლშევიზმი (დიალექტიკურმა მატერიალიზმმა). ესეც ჩემი უხმო ლექსი, რომელიც ალბათ ნახეთ კიდეც. "ლოგო-ცენტრიზმში არის დემონიც - და თქვენში მხოლოდ ანგელოსია" - ტერენტის ჰანგებზედ. იკ“ - წერს ირაკლი კაკაბაძე.