უნიკალური კადრები - თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა
თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა. გასულ ღამეს მწვანე ნათება ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან დააფიქსირეს.
თურქეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნამდვილად მეტეორი იყო, მწვანე ნათება კი დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, კერძოდ, მწვანე ნათებას იწვევს მეტალის ატომები.
მეტეორი ქვეყანაში ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის გამოჩნდა.