loader

"ვცდილობ, არ აგყვე ლანძღვაში... არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნინო ჯანგირაშვილი და ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვცდილობ, არ აგყვე ლანძღვაში... არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნინო ჯანგირაშვილი და ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანიების - "ტვ პირველის", "ფორმულას" და "კავკასიის" წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

მისი თქმით, აღნიშნულმა არხებმა მისი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით არასწორად გააშუქეს.

"შევიტანე საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გუშინ, რაც იკადრეს "ტვ პირველმა", "კავკასიამ" და "ფორმულა ნიუსმა" იმასთან დაკავშირებით. "ტაბულას", როგორც ჩანს, არაფერი დაუდია. შესაბამისად, ტყუილად ვლანძღე და ბოდიშს ვუხდი ამ რედაქციას.

იმედი მაქვს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დროულად და ობიექტურად შეისწავლის ამ საკითხს და შესაბამის სახელს დაარქმევს იმას, რაც "ტვ პირველმა" და ჩემდა ძალიან სამწუხაროდ, ტელეკომპანია "კავკასიამ" იკადრეს.

იმედი მაქვს, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ამ ტელევიზიებში მომუშავე იმ კონკრეტულ ნაძირლებს, რომლებმაც ჩემი სიტყვები სრულიად შეგნებულად სრულიად საპირისპიროდ წარმოაჩინეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ველი თქვენს დროულ და ადეკვატურ რეაგირებას", - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ალეკო ელისაშვილის პოსტს "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გამოეხმაურა.

"ვცდილობ, არ აგყვე ლანძღვაში. მიხარია, რომ ქარტიაში შეიტანე საჩივარი. კარგი ადგილია პროფესიული დისკუსიისთვის და არგუმენტების წარსადგენად. შევხვდებით ქარტიაში. იმედია, კავკასიისთვის ბოდიშის მოხდა არ გაგიჭირდება", - პასუხობს ჯანგირაშვილი.

ალექსანდრე ელისაშვილი: "ა, ესე იგი, მე მაქვს იქით მოსახდელი ბოდიში, ხო? რა საინტერესოა. ყოჩაღ თქვენ, ნინო! ყოჩაღ!"

ნინო ჯანგირაშვილი: "დანარჩენი ქარტიაში, ალეკო, თორემ ახლა ქოცტროლებიც შემოლაგდებიან ჩემგან შენ დასაცავად და ისეთი ამბავი დატრიალდება აქ... მგონი, არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას".