loader

"მეგონა, მიშა რომ ჩამოვიდოდა, ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში..." - ბადრი შუბლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგონა, მიშა რომ ჩამოვიდოდა, ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში..." - ბადრი შუბლაძე

გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემაზე ესაუბრება, სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე.

შუბლაძე ნიკა მელიას "ფეისბუქპოსტის" კომენტარით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მელია სწორ გზაზე დგას.

„ვისაც სურს და ცდილობს, ოჯახში არეულობა შემოიტანოს, ე.ი. სწორად აზროვნებ, მართალ გზაზე დგახარ და ეს არ მოსწონს. ამიტომ ცდილობს დისონანსი შემოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩუმდებოდნენ. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს მტრობას.

რაც შეეხება მიშას ჩამოსვლა-არჩამოსვლას, პირადად მომხრე ვიყავი მიშას ჩამოსვლის, მეგონა, მიშა რომ ჩამოვიდოდა, ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში არა მიშას დასაცავად, არამედ ქვეყნის და საკუთარი გასაჭირიდან თავის დასაღწევად. შედეგი? - მიშა ციხეში, ხალხი მოლოდინის რეჟიმში, ოღონდ არ იციან, ვის და რას ელოდებიან. ყველამ გავითავისოთ, არ ავყვეთ მტრის დემაგოგიას“, - წერს ბადრი შუბლაძე.