loader

ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე და ძლიერი თავის ტკივილი - პანიკა მშობლებში და ბავშვების ახალი უცნაური გართობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე და ძლიერი თავის ტკივილი - პანიკა მშობლებში და ბავშვების ახალი უცნაური გართობა

ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე და ძლიერი თავის ტკივილი - კიდევ ერთი სასიკვდილო თამაში "ტიკ-ტოკზე".

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ხშირად შეხვდებით თამაშებსა და გამოწვევებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უწყინარი გართობისთვის იქმნება, თუმცა არსებობს სამწუხარო გამონაკლისები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება.

ერთ-ერთი მათგანის თამაშის დროს მონაწილეების ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი, რასაც ლეტალური შედეგი მოსდევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სახიფათო თამაშს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოწვევა დიდი ხნის მანძილზე სუნთქვის შეკავებას მოითხოვს, რომელიც იმავე ეფექტს იძლევა, რაც დახრჩობას ან გულის შეტევას მოსდევს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილიც დადგეს.

სუნთქვის შეკავების გამოწვევა პირველი არ არის. მას წინ უსწრებდა თამაში, რომელიც მძიმე ფორმის დამწვრობას იწვევს.