ეკლესიის საკურთხეველში ცეცხლი თავისით აინთო - სასწაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა
“რუსეთში, უკრაინის საზღვართან, ვორონეჟის რაიონში, ეკლესიის საკურთხეველში ცეცხლი თავისით აინთო.
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს, უფალი ხომ არ გვაფრთხილებს მოსალოდნელ ომზე? ეს ვიდეო თანამედროვე ფსევდო-ლიბერალებმა უნდა ნახონ, ვისაც მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლის არამიწიერ წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს და ამბობს, თითქოს ცეცხლი კი არ გადმოდის, არამედ იერუსალიმის პატრიარქი ანთებსო.“ - წერს ივერი მერკვილაძე და ვიდეოს აქვეყნებს.