loader

“სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ!.. არა ომს! დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ვტი­რი, მე­ში­ნია“ - რას წერენ უკრაინის მოვლენებზე რუსი შოუმენები და იქ მოღვაწე ქართველი ხელოვანები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ!.. არა ომს! დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ვტი­რი, მე­ში­ნია“ - რას წერენ უკრაინის მოვლენებზე რუსი შოუმენები და იქ მოღვაწე ქართველი ხელოვანები

“დილიდან ვარ კონტაქტზე მეგობრებთან და ნათესავებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ! ეს ყველაფერი როგორ შეიძლება? ომს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს! არა ომს!“ - წერს მაქსიმ გალკინი "ინსტაგრამზე". მის პათოსს შოუს პოპულარული წამყვანი ივან ურგანტიც იზიარებს:

“შიში და ტკივილი. არა ომს“ - წერს ურგანტი.

ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა ქსენია სობჩაკმაც:

“ჩვენ, რუსებს, კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს ჩვენი ქმედებების გამო გამოწვეულ შედეგებში გარკვევა. ახლა მე მხოლოდ ყველაზე საშინელ სცენარებს დავიჯერებ.“ - წერს ქსენია სობჩაკი.

"ყვე­ლა ხუმ­რო­ბა დას­რულ­და... უკ­რა­ი­ნას­თან ომი და­ი­წყო. დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ვტი­რი. მე­ში­ნია... ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი მე­გობ­რე­ბი კი­ე­ვი­დან, ოდე­სი­დან, ლვო­ვი­დან, დნიპ­რო­დან, ხარ­კო­ვი­დან, ივა­ნო-ფრან­კოვ­სკი­დან, ჩერ­ნივ­ცი­ი­დან, ზა­პო­რო­ჟი­ე­დან, პოლ­ტა­ვი­დან... ბევ­რი მყავს, ვაღ­მერ­თებ და არც ერთი ძალა არ მა­ი­ძუ­ლებს თქვენ მტრე­ბად აღ­გიქ­ვათ.

თქვენ ჩემი მე­გობ­რე­ბი ხართ და იქ­ნე­ბით. არ მაქვს ძალა, რომ ვთქვა ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო... ჯო­ბია, წმინ­და ნი­კო­ლოზ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ხატს მივ­მარ­თო და ძმა­თამ­კვლე­ლი ომის შე­წყვე­ტა ვეხ­ვე­წო. უნდა ვიჯ­დე მოს­კო­ვის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და და­ვე­ლო­დო ამ სი­გი­ჟის და­სას­რულს. სა­ში­ნე­ლე­ბაა!" - წერს რუსეთში მოღვაწე თეონა კონტრიძე.

"ომი არ უნდა იყოს..." - ამ ში­ნა­არ­სით აქ­ვეყ­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ებს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ქეთა თო­ფუ­რია და გიგა კვე­ნე­ტა­ძე.

"ხალ­ხს მშვი­დო­ბა უნდა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე.

წყარო: ambebi.ge