loader

"სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი შენ!" - ანუკი არეშიძე თინა კანდელაკს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი შენ!" - ანუკი არეშიძე თინა კანდელაკს მიმართავს

"სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი შენ!" – ასეთი შინაარსის კომენტარი დაუწერა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტ თინა კანდელაკს ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ თინა კანდელაკმა უკრაინელების მისამართით საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. რითაც ფაქტობრივად ამართლებს პუტინის რეჟიმის ქმედებას უკრაინაში.

მის განცხადებებს არაერთი კომენტარი მოჰყვა არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ რუსეთში მოღვაწე არაერთი ცნობილი ადამიანის მხრიდან.

„როდესაც თქვენ სოციალურ ქსელებში კითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს: „საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის ქმედების გამო, როგორ მებრალებიან უკრაინელები – ჰკითხეთ ამ დამცველებს, რა სიტყვებით ამართლებენ დონბასში უამრავი ადამიანის გარდაცვალებას, იმას, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ?…დარწმუნებული ვარ, გაოცდებით. იქნებ იქ „არასწორი“ ხალხი დაიღუპა? ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე.

„ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. უკვე ბევრი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი… ეს სასაცილოა, მაგრამ, ყველას არ ესმის… ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ – ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელებმა შესანიშნავად იციან, ყველა მტკივნეული წერტილი… შეეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და არ ჩაეწეროთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე დაიჯერო შენთვის შექმნილი ტყუილის“ – წერს კანდელაკი.