გამოიყენებს თუ არა რუსეთი ატომურ ბომბს და რა ზიანი შეიძლება მიადგეს საქართველოს - "ერთადერთი ვარიანტი, თეორიულადაც რომ დავუშვათ, არის..."
27 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანაზე. შემაკავებელ ძალებში კი სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები შედის.
ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან უცხოურ მედიაში ის ბირთვული ომის დაწყების პროლოგად აღიქვეს. სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ჩვენთან საუბრისას ამ ვარაუდს ადასტურებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რუსეთს ახლა ამის საჭიროება არ აქვს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში დასაშვებია მცირე ზომის ტაქტიკური ბირთვული მუხტების გამოყენება, რომელიც რადიკალურად განსხვავება იმ კადრისგან, რაც საზოგადოებას ჰიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ ახსოვს.