loader

თინა კანდელაკი მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა კანდელაკი მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინა კანდელაკი მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს:

"არც მე, არც ჩემი მეგობრები და ახლობლები არ ვთვლით, რომ ადამიანების სიკვდილი ნორმალურია. ჩემი მესიჯი ასეთი იყო, რომ ნებისმიერ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში არის საინფორმაციო ომი.

ვხედავ, რამდენი ლანძღვა-გინებაა სოციალურ ქსელებში. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ შეფასებებზე. თუ ხელახლა წაიკითხავთ ჩემს წინა პოსტს, ნახავთ, რომ იყო გაფრთხილება ყალბი ინფორმაციის შესახებ.

დიახ, მე არ ვარ ამ ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა. ⠀

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვისაც სურდა უკრაინული მხარის ყველა ინფორმაცია გადმოეცა.⠀

იმ აგრესიის კორიანტელი, რაც მე და ჩემს ოჯახს დაგვატყდა, იყო გასაგები, მაგრამ ძალიან უსაზღვრო. ბოდიში, თუ ვინმეს გრძნობები შეურაცხვყავი.

მაგრამ არა მგონია, რომ როცა ადამიანის აზრის გამოხატვის გამო ჯვარს აცვამთ, მშვიდობისკენ დგამთ ნაბიჯს. არა, ეს არის კიდევ ერთი მოწოდება ომისკენ".

შეგახსენებთ, რომ თინა კადელაკმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელა.