"წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ ამერიკელები უკრაინელების მიმართ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი?
ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს:
"წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ ამერიკელები უკრაინელების მიმართ... ისინი სოლიდარობის მიზნით airbnb-ზე უკრაინის ქალაქებში ჯავშნებს აკეთებენ, ამით ანგარიშებიდან მოხსნილ თანხებს უკრაინელებს ურიცხავენ. გასაგებია, რომ იქ ჩასვლას არ გეგმავენ. სოლიდარობის ძალა!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.