loader

"რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრევა" - ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრევა" - ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.

არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ჯო ბაიდენის განცხადების მოლოდინში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა. საერთაშორისო ფასის მიხედვით, ის 5%-ზე მეტი გაიზარდა და ამჟამად ბარელის ფასი 130$-ს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.

„როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, რომ ფასის მიუხედავად, გააგრძელოს მკვლელობების გზა“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა.

„მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთი, შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელებს თავის წინსვლას, თუმცა ერთი რამ ცხადია: უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინის შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას. თუ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს არ ვუპასუხებთ, მომავალში ამერიკელი ხალხისა და თავისუფლების საფასური გაცილებით დიდი იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან უკრაინელი ხალხი ომის დროს გაწეული წინააღმდეგობისთვის შეაქო.

„მათ თავისი სიმამაცით, პატრიოტიზმითა და თავისუფლად ცხოვრების დაუმორჩილებლობის მტკიცე ნებისყოფით მთელი მსოფლიო შთააგონეს. პუტინის ომმა ქალების, ბავშვების და დანარჩენი უკრაინელების უზარმაზარი ტანჯვა და სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

"ფასი იქნება აქაც, შეერთებულ შტატებში. თავისუფლების დაცვა ძვირი დაჯდება, ეს ჩვენც ძვირი დაგვიჯდება შეერთებულ შტატებში. რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ეს ერთნაირად ესმით", -დასძინა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფს.

„თავდაცვითი იარაღის გადაზიდვები უკრაინაში ყოველდღიურად მიდის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ, შეერთებულ შტატებში ვართ კოორდინირებულები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს“, - თქვა პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა უკვე აზიანებს ამერიკელ ოჯახებს, მათ შორის იზრდება გაზის ფასი.

„პუტინის ომი უკვე აზიანებს ამერიკულ ოჯახებს. მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო სამხედრო ფორმირება უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ ამერიკაში გაზის ფასი 75 ცენტით გაიზარდა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინის მიერ გამოწვეული ფასების ზრდა მინიმუმამდე შევამცირო ”, - განაცხადა ბაიდენმა.

წყარო: "TV პირველი"