loader

ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონტროლის პალატასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონტროლის პალატასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონტროლის პალატასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ.

"ეს ჩვეულებრივი პროცესია. მათ თავისი პოზიცია დააფიქსირეს. რაც შეეხება კანონს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", ნებისმიერ ობიექტურად განწყობილ იურისტს, რომელიც ამ კანონის გონივრული განმარტებით იხელმძღვანელებს, შეუძლია განაცხადოს, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, თუ მისი ხარჯები და ფინანსები არ არის დაკავშირებული უშუალოდ პოლიტიკურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას სხვაგვარად მიაწოდონ ეს გარემოება, სწორად შეფასდება ობიექტურად განწყობილი ადამიანების მიერ",- განაცხადა მოგელაძემ.

მისივე თქმით, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იქნას გამოხატვის თავისუფლება და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა განურჩევლად მათი მიზნებისა და ამოცანებისა, თუკი მათი ხარჯები პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.