ნახეთ სოსო პავლიაშვილისა და დიანა ღურწკაიას გამოსვლის კადრები კრემლის სცენაზე
6 მარტს „კრემლის სასახლეში“ გამართული კონცერტი ტელეარხმა „ენ-ტე-ვემ“ 8 მარტის დილის ეთერში გადასცა. ვიდეო დღეს არხის ვებგვერდსა და Yotubes არხზეა ხელმისაწვდომი. კონცერტზე პუტინის მხარდამჭერი ვარსკვლავების ცვენა იყო. მათ შორის, ლევ ლეშენკო, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა, შურა, ალექსანდრ ბუინოვი, იგორ ნიკოლაევი და სხვები… სცენაზე იმღერეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ვარსკვლავებმაც, სოსო პავლიაშვილმა და დიანა ღურწკაიამ.
კონცერტის სრულად ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=BqEFELKxcsg