სკანდალი Oscars -ზე - უილ სმიტმა ქრის როკს სახეში სილა გააწნა
წელს Oscars-მა სკანდალის გარეშე არ ჩაიარა. უილ სმიტმა წამყვანს, ქრის როკს, სახეში სილა გააწნა. მიზეზი კი უილ სმიტის ცოლზე, ჯადაზე გაჟღერებული ხუმრობა გახდა, სადაც საუბარი მის გადაპარსულ თავზე იყო.
ქრის როკმა აღნიშნა, რომ იმედოვნებდა, ჯადა სმიტს მომდევნო როლისთვის თმა უკვე გაზრდილი ექნებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ უილ სმიტის საყვარელ მეუღლეს გადაპარსული თავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქვს...
მოგვიანებით უილ სმიტმა "ოსკარიც" მიიღო და მომხდარის შესახებ ბოდიში თვალცრემლიანმა მოიხადა.