loader

უილ სმიტის ცოლის რეაქცია, როცა წამყვანმა მასზე იხუმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უილ სმიტის ცოლის რეაქცია, როცა წამყვანმა მასზე იხუმრა

"ოს­კა­რის“ რი­გით 94-ე და­ჯილ­დო­ე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, Dolby Theatre-ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ვან­და სა­იკ­სი, ემი შუ­მე­რი და რე­გი­ნა ჰოლი ერ­თობ­ლი­ვად უძღვე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბას სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უილ სმი­ტი სცე­ნა­ზე ავი­და და კრის როკს სილა გა­აწ­ნა.

გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი უილ სმი­ტი მას შემ­დეგ აუ­ვარ­და მსა­ხი­ობს სცე­ნა­ზე, რაც მან მისი მე­უღ­ლის გა­პარ­სულ თავ­ზე იხუმ­რა:

"ჯე­ი­და, ერთი სული მაქვს, GI Jane 2-ს რო­დის ვი­ხი­ლავ", - თქვა მან.

სმი­ტი სცე­ნა­ზე აიჭ­რა, კრის როკს და­არ­ტყა და როცა თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და, და­უყ­ვი­რა: "ჩემი ცო­ლის სა­ხელს შენი სა­ძა­გე­ლი (დედამ..ი) პი­რით ნუ ამ­ბობ!"

კრის რო­კის ხუმ­რო­ბა 1997 წლის ფილ­მს - GI Jane-ს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს დემი მური გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით ას­რუ­ლებს. უილ სმი­ტის მე­უღ­ლემ, პინ­კეტ სმიტ­მა, ად­რე­ვე ისა­უბ­რა თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რა­საც ალო­პე­ცი­ის შე­დე­გად შე­ე­ჩე­ხა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ შო­კი­რე­ბულ­მა კრის­მა მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: "ეს სა­უ­კე­თე­სო ღა­მეა ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში".

მა­მა­კა­ცის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" სწო­რედ უილ სმიტს გა­და­ე­ცა, ფილ­მში "მეფე რი­ჩარ­დი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

როცა მან სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დოს მი­ღე­ბი­სას სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა, ინ­ცი­დენტზეც ისა­უბ­რა:

"მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო აკა­დე­მი­ას და ნო­მი­ნი­რე­ბულ კო­ლე­გებს. ხე­ლოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის იმი­ტი­რე­ბას ახ­დენს. მე ახლა რი­ჩარდ უი­ლი­ამ­სი­ვით გა­და­რე­უ­ლი მამა ვარ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი გი­ჟურ საქ­ცი­ე­ლებს ჩაგვა­დე­ნი­ნებს ხოლმე", - თქვა სმიტ­მა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი "ოს­კა­რის" მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.