loader

8 წლის ბავშვს, რომელსაც დღეს თბილისში ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის ბავშვს, რომელსაც დღეს თბილისში ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევები დასრულებული არ არის, ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უკიდურესად მძიმეა“, - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

ვიდეო: "ტვ პირველი"