loader

"ვიცი, ცუდადაა და ბევრს ვანერვიულებ, მაგრამ არ შემეძლო, არ წამოვსულიყავი" - ალეკო ელისაშვილის ემოციური მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, ცუდადაა და ბევრს ვანერვიულებ, მაგრამ არ შემეძლო, არ წამოვსულიყავი" - ალეკო ელისაშვილის ემოციური მიმართვა

უკრაინაში მებრძოლი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"შემთხვევით უნდა ვისარგებლო და დედაჩემს დაბადების დღე მინდა მივულოცო დაგვიანებით. ვიცი, ცუდადაა და ბევრს ვანერვიულებ, მაგრამ არ შემეძლო, არ წამოვსულიყავი.

საქართველოდან ყველაზე მეტი მოხალისეა უკრაინაში, რომლებიც ლომებივით იბრძვიან. როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას, რადგან დღეს მართლა შერცხვა საქართველო.

ცხადია, აქ ამდენი ქართველის ყოფნის პირობებში ზელენსკის განცხადებები, რომ საქართველო მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს, გულდასაწყვეტია, მაგრამ ომში მყოფი ქვეყნისთვის ახლა ყველაფერი მძაფრად აღიქმება.

ფაქტია, რომ ზელენსკი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ გავლენიან ლიდერად და უკრაინა იმ ქვეყნად, რომელმაც ამ ვითომდა ძლევამოსილ რუსულ არმიას ცხვირ-პირი დაალეწა და ამ ხალხს ჩვენს მეგობრობაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს", - წერს ალეკო ელისაშვილი და "ტვ პირველთან" ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს.