“ხუტუ“ და “ლევა ზუგდიდსკი“ - ვინ არიან ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მომხდარ გარჩევაში მონაწილე პირებთან იყვნენ კავშირზე
"კურიერმა" იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა გაარკვია, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ცენტრში გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ. ესენი არიან ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად "ხუტუ" და ლევან მარღია, იგივე "ლევა ზუგდიდსკი".
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილებიც და მოკლულებიც, მოჰყვა 2 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის გარჩევას, რომელიც ბიზნესწილების თაობაზეა დაწყებული, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არის დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, სავარაუდოდ დაპირისპირებაში სულ ცოტა 10-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.