ქართული წარმოშობის მომღერალმა გრიგორი ლეპსმა დაჭრილ რუს სამხედროებს საავადმყოფოში უმღერა
გრიგორი ლეპსი, იგივე ლეფსვერიძე, რომელიც წლებია, რუსეთში პუტინის აქტიურ პროპაგანდას ავითარებს, ამჯერად ისევ მედიის ყურადღების ცენტრშია. დასავლური ქვეყნების მიერ სანქციონირებული არტისტი როსტოვში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილ რუს ოკუპანტებს უმღერა.
ლეპსმა დარბაზში შეკრებილ ოკუპანტებს მადლობა გადაუხადა და შემდეგ თავისი სიმღერები შეასრულა. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ლეპსი ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა. დროდადრო მის სიმღერებს თავად რუსი ჯარისკაცებიც მღეროდნენ.