loader

შალვა რამიშვილის შვილის ვიდეომიმართვა ინტერნეტს იპყრობს - პატარა ალექსანდრე რუს თანატოლებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შალვა რამიშვილის შვილის ვიდეომიმართვა ინტერნეტს იპყრობს - პატარა ალექსანდრე რუს თანატოლებს მიმართავს

შალვა რამიშვილის შვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პატარა ალექსანდრე რუს თანატოლებს რუსულად მიმართავს.

"ტელეფონის შემოწმებისას აღმოჩენილი ვიდეო. რუს თანატოლებს მიმართავს. ჰგონია, რომ რასაც ტელეფონით იღებს, ავტომატურად მონტაჟდება და მის ბლოგზე იდება", - ამის შესახებ ალექსანდრეს დედა ხატია ეკიზაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

"რუსებო, თქვენ არ გაჩვენებენ, რაც უკრაინაში ხდება... თქვენი ქვეყანა მათ ანადგურებს. იქ ბავშვებს კლავენ, კორპუსებს ბომბავენ, თქვენს თანატოლებს კლავენ - 6 წლისებს, 7 წლისებს. უკრაინაში ერთი ძალიან კარგი ბიჭი დაიკარგა და მშობლებმა დაცხრილული იპოვეს, 6 წლის იყო, საშა ერქვა. საშა, რომელიც თქვენმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს, მოგინდებოდათ მის ადგილას ყოფნა? იმედია, დარწმუნდით, რომ ტყუილია, მე თქვენ ვიდეოც კი გაჩვენეთ. გთხოვთ, შეაჩერეთ პუტინი" - ამბობს ალექსანდრე ვიდეომიმართვაში.