loader

დღიური, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის  დედამ წლების შემდეგ იპოვა - "ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღიური, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის  დედამ წლების შემდეგ იპოვა - "ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?"

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ - ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა.

ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა.

დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ შემთხვევით იპოვა.

ლალი ყანჩაველი გვეუბნება, რომ მისი დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან ეკა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.

ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ დღიურიდან რამდენიმე ფრაზას საზოგადოებას პირველად უზიარებს.