loader

“ეს მატყუარა გახლავთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორი დღის წინ იქირავა ბინა ჩემს სადარბაზოში“ - ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს მატყუარა გახლავთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორი დღის წინ იქირავა ბინა ჩემს სადარბაზოში“ - ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

“ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა სოც. ქსელში. ამიტომ თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ მოგახსენოთ, ეს მატყუარა გახლავთ რუსეთიდან ჩამოსული ქართველი, რუსეთის მოქალაქე, რუსი ოჯახით, რომელმაც ორი დღის წინ იქირავა ბინა ჩემს სადარბაზოში...

ბევრს ძალიან გაუჭირდა ამ პოსტის გააზრება... რატომ ვერ ხვდებით, რომ ქართული დროშა ამ არაკაცმა სიტყვებით წინ ამოიფარა და ხელი შეაწმინდა. ამას ისევე უყვარს საქართველო, როგორც მე რუსეთი. რომც ყოფილიყო ჩვენი დროშაც, პირველს იმას ჩამოხევდა და შედგებოდა წიხლებით.

ერთი წლის რომ ჩამოთრეულიყო, ეს დროშა არ ეკიდებოდა სადარბაზოს შემოსასვლელში, რომელიც 9 წლის ბავშვმა დახატა და გვერდით კიდევ ნახატია წარწერით ,,შეწყდეს ომი, ისიც ბავშვმა დახატა. 8-9წლის ბავშვებმა უფრო გააცნობიერეს ეს გლობალური ტკივილი, ვიდრე ზოგიერთმა აქ გამომხტარმა ვითომ ქართველმა... დიახ, კიდევ ვიტყვი ხმამაღლა, რომ მთელი სამყაროს ტკივილია დღეს ეს დასახიჩრებული, გაუპატიურებული, დაღუპული ბავშვები. საკუთარ სახლებში აფეთქებული და ქუჩებში დახვრეტილი.. ამ სადარბაზოში 50 ქართული ოჯახი ცხოვრობს და ღმერთს ყვარებია, რომ გუშინ მისი ცივი სისხლი არ დაასხმევინეს ამ დროშას.. ჰოდა ნუ გამოხტით აქ მავანნი, ზიზღს იწვევს თქვენი აზროვნება და ვაიქართველობა.“ -წერს ქეთი სოციალურ ქსელში.

განახლებული ინფორმაციით, რომელსაც ვიდეოს ავტორი ავრცელებს, ბინის მეპატრონემ კაცი და ოჯახი სახლიდან გაუშვა.

“ბინის მეპატრონემ ეს არაკაცი დღეს ბინიდან გაუშვა. გამთენიისას მან ბინა დატოვა. ასე ეზეიმოს უკრაინას მალე და მოეშორებინოს ეს სისხლისმსმელი ერი თავისი სახლიდან.“ - ერს ვიდეოს ავტორი.