loader

"ასე გაუყევი გზას და მიხვდები, რატომაც გაძვირდა" - რას ამბობენ მგზავრები და მძღოლები რუსთავი-თბილისის ხაზზე გაძვირებულ ტარიფზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე გაუყევი გზას და მიხვდები, რატომაც გაძვირდა" - რას ამბობენ მგზავრები და მძღოლები რუსთავი-თბილისის ხაზზე გაძვირებულ ტარიფზე

თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა გაძვირდა. გაძვირებული საფასურის გადახდა მგზავრებს დღეს დილიდან უწევთ.

თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ლარია.

კომპანია "ინტერტრანსში" განმარტავენ, რატომ გაძვირდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური.

კომპანიის განცხადებით, მგზავრობის საფასურის გაძვირება საწვავის ფასის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ განაპირობა.