loader

რა მოხდა მოსკოვში, როდესაც ცნობილმა პიანისტმა გადაწყვიტა უკრაინის მხარდასაჭერად მუსიკა შეესრულებინა? - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა მოსკოვში, როდესაც ცნობილმა პიანისტმა გადაწყვიტა უკრაინის მხარდასაჭერად მუსიკა შეესრულებინა? - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მოსკოვში, ცნობილ პიანისტს ალექსეი ლუბიმოვს იმ დროს, როდესაც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ვაენტინ სილვესტროვის მუსიკა უნდა შეესრულებინდა პოლიცია გამოჩდნა.

"მოსკოვში, უდიდესი პიანისტისა და მოაზროვნეს ალექსეი ლუბიმოვის კონცერტი, რომელზეც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მეორე განყოფილებაში ვალენტინ სილვესტროვის მუსიკა უნდა შეესრულებინა პოლიცია გამოჩნდა, დაკვრის პროცესში თხოვა დაუყოვნებლივ გაჩერება და აუდიტორიას დარბაზის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა უსაფრთხოების შემოწმების მიზეზით. გამოაცხადეს, რომ გაწვრთნილი ძაღლებითა და სპეციალური ხელსაწყოებით შენობის დათვალიერების შემდეგ პიანისტს მისცემდნენ კონცერტის გაგრძელების საშუალებას, თუმცა აღარავინ შეუშვეს უკან შენობაში და მიზეზიც აღარ განუმარტავთ ორი საათის განმავლობაში უკლებლივ მომლოდინე რამოდენიმე ასეული მსმენელისათვის… ტოტალიტარიზმის მწვერვალმა უკვე დაისადგურა ყველა სფეროში რუსეთის მიწაზე!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.