loader

"არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა... ეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს" - რა განაცხადა გია ვოლსკიმ "ნაცმოძრაობის" შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა... ეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს" - რა განაცხადა გია ვოლსკიმ "ნაცმოძრაობის" შესახებ?

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული. ზოგი ამბობდა, რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო. არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა, პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი, რაც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ-ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ დელეგაციის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, უკრაინელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, "რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ და მათ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდება". მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომლებიც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.