loader

რა ხდება ამ წუთებში გლდანში? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში გლდანში? - კადრები ადგილიდან

"ვეკუას ქუჩა, V მიკროსთან არის პარალიზებული... ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც ვერ მოძრაობენ და ჯერ არ იციან, როდის გაიხსნება გზა. როგორც მძღოლმა თქვა, გაზის რეზერვუარები ცარიელია და საშიში არაფერია" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო თოიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ვიდეოს კომენტარებში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნავს, მანქანას მოხვევის დროს მისაბმელი მოსძვრა, რომელზეც ცისტერნებია მოთავსებული.

"მოხვევის დროს გადატყდა. ადგილზეა საპატრულო პოლიცია, ელოდებიან შესაბამის ტექნიკას, რომ სწრაფად მოხდეს გზის გახსნა", - წერს ზარნაძე.

278586692-5010783192290050-6374724845959408804-n-1650285045.jpg