ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა - ვრცელდება გუშინ, ხობში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.
ავტორი: მაიკო ძაგანია