"ჟურნალისტი ხარ თუ აშარი ქალი ბაზარში!" - ფილიპ კირკოროვმა მარგარიტა სიმონიანს ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის ლანძღვის გამო მიმართა
რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი რუსეთის სამთავრობო მედიის მთავარ გამხმოვანებელს და იდეოლოგს, მარგარიტა სიმონიანს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავი გაანებოს ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის ლანძღვას.
“შენ არ გაქვს უფლება, ეს გააკეთო! შენ ჟურნალისტი ხარ თუ აშარი ქალი ბაზარში! ნუ თესავ შუღლს ქვეყანაში. ეს არ არის შენი გადასაწყვეტი, ვინ სად წავა. დიდი პროფესიონალები გარბიან ქვეყნიდან და ნაცვლად იმისა, რომ ისინი უკან დააბრუნოთ, უარესს აკეთებთ!” – ამბობს ფილიპ კირკოროვი.