loader

ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდი გეი წყვილმა დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდი გეი წყვილმა დაამყარა

ტაილანდელი ჰომოსექსუალი მამაკაცები გინესის რეკორდების წიგნმა სერთიფიკატით დააჯილდოვა. გეებმა ყველაზე ხანგრძლივი კოცნის შეჯიბრში გაიმარჯვეს.

შეჯიბრი ტაილანდში, პიტაის სანაპიროზე, წმინდა ვალენტინის დღეს გაიმართა. ყველაზე ხანგრძლივი კოცნის მსოფლიო რეკორდის მოხსნას ერთმანეთს, როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული ორიენტაციის წყვილები ეცილებოდნენ.

გამარჯვებულ ჰომოსექსუალ წყვილს ერთმანეთის კოცნა 50 საათის, 25 წუთისა და 10 წამის განმავლობაში არ შეუწყვეტია.

მარათონის წესების მიხედვით, მონაწილეებს მოძრაობის უფლება არ აქვთ. საკვები და წყალი მათ სპეციალური მილების საშუალებით მიეწოდებათ.

მონაწილეებს, პარტნიორის გარეშე, არც საპირფარეშოში გასვლის უფლება ჰქონდათ. წესების მიხედვით, კოცნის შეწყვეტა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროსაც კი არ შეიძლება.

დღემდე ყველაზე გრძელვადიანი კოცნის რეკორდსმენები ლაკანა და ეკაჩაი ტირანარატები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 46 საათის, 24 წუთისა და 9 წამის განმავლობაში კოცნიდნენ.

ახალ რეკორდსმენებს საჩუქრად 3500 აშშ დოლარიანი ბეჭედი და 7000 დოლარად ღირებულ ნომერში ღამის გატარება ერგოთ.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე