loader

“ბებომ, ვზრდი, როგორც შემიძლია, ბურთი რომ ვუყიდო, ფული აღარ მეყოფაო“ - ლილოში მომხდარი ემოციური ამბავი ინტერნეტს იპყრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბებომ, ვზრდი, როგორც შემიძლია, ბურთი რომ ვუყიდო, ფული აღარ მეყოფაო“ - ლილოში მომხდარი ემოციური ამბავი ინტერნეტს იპყრობს

“- სამწუხაროდ, ემოციებისგან ისე დავიბენით, სახელიც არ გვიკითხავს ამ ბიჭუნასთვის და ძალიან ვდარდობთ. თუ ვინმე იცნობთ, ძალიან გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ!!!

- დღეს ლილოზე შემთხვევით გადავაწყდით ბებიას და შვილიშვილს, რომლებიც ფეხსაცმელს არჩევდნენ იქ, სადაც ჩვენ ვიდექით და პატარა ბიჭუნამ გამყიდველს ჰკითხა: ბაბუ, აქ ბურთები არ იყიდება?!

გამყიდველი: როგორ არა, ბაბუ, მაგის მეტი რა არის აქ.

ბებია: არა, არ იყიდება, ბებო (ფეხსაცმლის საყიდლად მოვედით და ბურთი რომ ვუყიდო, ფული აღარ მეყოფა), ჩაილაპარაკა თავისთვის... პატარამ თავი ჩაღუნა და გაჰყვა ბებოს უკან.

ვინც ჩემს მეუღლეს იცნობთ, მისი საქციელი არ გაგიკვირდებათ... გაეკიდა მათ და სთხოვა ბებოს, დამელოდეთო. მეც მათთან ერთად გავჩერდი... ბებომ კახას ლოდინში მათი ისტორია მიამბო: ბიჭუნას დედა გარდაეცვალა, მამა რუსეთში წავიდა "საგულაოდ" და ვზრდი მე, როგორც შემიძლიაო...

დანარჩენს თქვენ თავად ნახავთ. - ამ ქვეყანაში უამრავი ასეთი ბავშვია და უბედნიერესი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი დღეს სულ მცირედით გავახარეთ.

ასე მგონია, ამ ცხოვრებაში ამაზე კარგი არაფერი გაგვიკეთებია და ეს ზღვა სიხარული და მადლიერება მთელი ცხოვრება გაგვყვება... Kaxa Dzindzibadze“ - წერს გვანცა წიქორია და ვიდეოს აქვეყნებს.