loader

“სამი ოპერაცია გამიკეთეს... ფეხი დამთავრებულია მთლიანად“ - როგორ გაგრძელდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ისტორია, რომელმაც ფრონტის ხაზზე ნამდვილი სიყვარული იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამი ოპერაცია გამიკეთეს... ფეხი დამთავრებულია მთლიანად“ - როგორ გაგრძელდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ისტორია, რომელმაც ფრონტის ხაზზე ნამდვილი სიყვარული იპოვა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ავთანდილ სურმანიძის ამაღელვებელმა ვიდეომ მოიცვა...

ბათუმში დაბადებულმა ავთანდილმა თავისი რჩეული უკრაინაში - ხარკოვში გაიცნო და მალევე სატრფოს ხელი სთხოვა.

ვიდეო როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს...

მათი ლამაზი სიყვარულის ისტორიას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს...

ავთანდილის რჩეულმა მარიამ კლინიკიდან კადრები გამოაქვეყნა. ქართველი მებრძოლი რუს ჯართან შეტაკებაში დაშავდა და ფეხზე სამი ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

“ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებ. ფეხი დამთავრებულია მთლიანად. სამი ოპერაცია გამიკეთეს და ცოტა არ იყოს, შეუძლოდ ვარ“ - გვითხრა ავთანდილმა პირად საუბარში.

ავთანდილ სურმანიძე სტინგერის მსროლელია. ქართველ გმირს მეგობრები და გულშემატკივრები საქართველოში ელოდებიან...