ლივ ტაილერი ამღერდა
ცნობილი როკერი მამის - სტივენ ტაილერის ასევე ცნობილი მსახიობი შვილი - ლივ ტაილერი ამღერდა. მისი სასიმღერო დებიუტი ”Givenchy”-ის ახალი პარფიუმის სარეკლამო რგოლში შედგა. ლივი ბრენდის სუნამოების რეკლამირებას 2003 წლიდან ეწევა, თუმცა ახალი ამპლუით ის მხოლოდ წელს წარსდგა საზოგადოების წინაშე.