loader

“მთავაზობდა სექსუალურ ურთიერთობას, გავაგდე... ბლოკი ესროლეს“ - რას ჰყვებიან ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც თბილისში ათეულობით ადამიანი დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთავაზობდა სექსუალურ ურთიერთობას, გავაგდე... ბლოკი ესროლეს“ - რას ჰყვებიან ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც თბილისში ათეულობით ადამიანი დაესხა თავს

ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა. ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულას უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, ქალები სიტყვიერად შეურაცხყო, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასევე მივიდნენ ადგილზე.

ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას მიმართა, აგრესიული კაცების გარიდება და უსაფრთხოების მიზნით მათ სახლთან დარჩენა სთხოვა.

ამის შემდეგ სახლში მოვიდნენ სხვა ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც იმავე ბინაში ცხოვრობენ. მათ თავდამსხმელი 30-მდე სხვა კაცთან ერთად დახვდა. ტრანსგენდერ ქალებზე ფიზიკურად იძალადეს, ესროლეს ქვები.

ასევე, თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, ვისგანაც ბინა აქვთ დაქირავებული.

ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ, პოლიცია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყოს მობილიზებული მათ საცხოვრებელ სახლთან.

ვიდეო: ფორმულა